პარალმენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, პარალმენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აბსოლუტურად პრაგმატული და ლოგიკური განცხადება გააკეთა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სესიაშვილმა საკითხის კომენტირებისას განმარტა საქართველოს არანაკლები წარმატები აქვს იმ ქვეყნებთან შედარებით ვისაც მაპი უკვე მიღებული აქვს.
სესიაშვილის განცხადებით, ქართული მხარის სურვილია რომ ნატოსთან ურთიერთობაში წინ წავიდეს და მაპი მიიღოს.
,, გვინდა რომ ნატოსთან ურთიერთობაში შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ და მივიღოთ მაპი, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს", _განაცხადა სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია მაპის მიღება.
საქართველოს კონკრეტული შედეგის - მაპის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტალინში, ესტონელ კოლეგა ენე ერგმასთან შეხვედრის შემდეგ.