რუსული დრონების მასირებული თავდასხმის შედეგად სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპში დაზიანდა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, კერძო საცხოვრებელი სახლები, ასევე გაზგამანაწილებელი ქსელი და რკინიგზა.
ამის შესახებ კონოტოპის მერმა, არტემ სემენიხინმა განაცხადა.
მისი თქმით, მტრის თავდასხმის შედეგად ქალაქის სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა და სკოლის შენობა.
„დაზიანებულია ბევრი კერძო საცხოვრებელი სახლი. დაზიანებებია სამედიცინო დაწესებულებებშიც. ასევე დაზიანებულია რკინიგზა...“ - განაცხადა მან.
გაზგამანაწილებელი ქსელის დაზიანების გამო ქალაქის დიდი ნაწილი გაზის გარეშე დარჩა. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზების დიდი ნაწილი.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.