18 სექტემბრის დილით კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი, დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი კერძო საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა, კიდევ ერთი კი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ავტომობილი. ადგილზე მაშველები და ყველა საჭირო სამსახური მუშაობენ.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში დააზუსტეს, რომ ფასტოვის რაიონში ერთი ოჯახი დაშავდა.
თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრები ლიკვიდირებულია.