საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ქურდებთან დაკავშირებით თემის წამოწევა შეცდომა იყო. როგორც საკითხის კომენტირებისას წერეთელმა ,,პარიამ ტაიმის" პრესკლუბში განმარტა საინტერესოა რატომ წამოიჭრა აღნიშნული საკითხი, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს.
"პრემიერ -მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დატუქსა ის ადამიანები, რომლებმაც ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ კანონმდებლობის გადახედვის თემა. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომლითაც მთავრობის დღევანდელი სხდომა დაიწყო. ამ თემის წამოწევა ძალიან სეროზული შეცდომა იყო. პრემიერმა განაცხადა, რომ არანაირი პოლიტიკა ე.წ კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით არ გადაიხედება. საინტერესო სწორედ ის იყო, რატომ წამოიწია შობის პირველივე დღეებში, მაშინ როდესაც სხვა უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, მაინცდამაინც ეს თემა. მამას ალბათ გარკვეული საფუძვლები ჰქონდა და კარგი იქნება, თუ ამ საფუძვლების შესახებ ცნობილი გახდება", - აცხადებს წერეთელი.