დაკავშირებული ნორმა ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან არ უნდა გაგრძელდეს , - ამის შესახებ ომბუდსმენმა
სახალხო დამცველის თქმით,
კანონის ნორმა ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით უნდა იყოს მეტად კონკრეტული და ინტერპრეტირების საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.
"ცნობილია ძალიან ბევრი საქმე და ამ მუხლით არის გასამართლებული ბევრი პირი, რომელიც რეალურად არ იმსახურებს. იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ბუნდოვანებას შეიცავს ეს ნორმა, ამის გამო არიან დღეს საპყრობილეებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან არ უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისვე თქმით, კანონის ნორმა უნდა იყოს უფრო მეტად კონკრეტული, რომ არ იძლეოდეს ინტერპრეტირების შესაძლებლობას.
„დღევანდელი მოქმედი ნორმა გარკვეულწილად ამას მოიცავს, ანუ შესაძლებელია მისი გამოყენება ძალიან ბევრანირად. მაგრამ, მე უფრო მომხრე ვარ კონკრეტული საქმეების გადახედვის. სწორედ ამიტომაც, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია არის ის გამოსავალი, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი მსგავსი საქმის ხელახალი გახილვა მოხდეს და არა რაიმე კანონმდებლობის შეცვლით ან ახალი კანონის მიღებით ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა სახალხო დამცველმა.