კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით დაინტერესდა, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები შეიმჩნეოდა. პრემიერს თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ კეთდება მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია- ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებითაც დაინტერესდა და მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები