უამრავი საქმეა გაჩერებული და არ იძვრის. იცით, რატომ? როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება "ნაცმოძრაობასთან" ვალშია, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი. მის თქმით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც გარიგებას საპრეზიდენტო არჩევნებზე, "ქართულ ოცნებასა" და ნაციონალებს შორის.
"ერთმანეთთან სიამტკბილობაში იმუშავეს ამ არჩევნებზე და ახლა ვალში არიან ერთმანეთთან. ამიტომაც რეალურად არაფერი კეთდება და მხოლოდ ეძიძგილავებიან ერთმანეთს. ამიტომაც არ იდგმება ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის მხრივ, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, მეც კეთილგანწყობილი ვარ ახალი ხელისუფლების მიმართ და მინდა, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდეს", - აცხადებს ბათიაშვილი.