პრემიერის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს. "განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც, თურმე, ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც, თურმე, ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ. და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ", - წერს ჩუგოშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები