უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის წარდგინებით მინისტრთა კაბინეტის წევრები დაამტკიცა. უკრაინის ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ხმა 240 სახალხო დეპუტატმა მისცა.
პირველი ვიცე-პრემიერ მინისტრი _ ანდრეი კლიუევი.
ვიცე-პრემიერ-მინისტრი _ ბორის კოლესნიკოვი.
ვიცე-პრემიერ-მინისტრი _ ვლადიმირ სემინოჟენკო.
ვიცე-პრემიერ-მინისტრი _ ვლადიმირ სივკოვიჩი.
ვიცე-პრემიერ-მინისტრი _ ვიქტორ სლაუგა.
ვიცე-პრემიერ-მინისტრი _ სერგეი ტიგიპკო.
ვიცე-პრემიერ-მინისტრი _ ვიქტორ ტიხონოვი.
საგარეო საქმეთა მინისტრი _ კონსტანტინე გრიშჩენკო.
თავდაცვის მინისტრი _ მიხეილ ეჟელი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი _ ვიქტორ ბოიკო.
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი _ იური ბოიკო.
ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი _ კონსტანტინე ეფიმენკო.
სამრეწველო პოლიტიკის მინისტრი _ დიმიტრი კოლესნიკოვი.
ჯანდაცვის მინისტრი _ ზინოვიი მიტნიკი.
შინაგან საქმეთა მინისტრი _ ანატოლი მოგილიოვი.
შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი _ ვასილი ნადრაგა.
აგრარული პოლიტიკის მინისტრი _ ნიკოლაი პრისიაჯნიუკი.
ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი _ რავილ საფიულინი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი _ დიმიტრი ტაბაჩნიკი.
კულტურის მინისტრი _ მიხეილ კულინიაკი.
მინისტრთა კაბინეტის მინისტრი _ ანატოლი ტოლსტოუხოვი.
ეკონომიკის მინისტრი _ ვასილი ცუშკო.
ფინანსთა მინისტრი _ ფედორ იაროშენკო.
რეგიონალური განვითარების მინისტრი _ ვლადიმერ იაცუბა.
საგანგებო სიტუაციათა მინისტრი _ ნესტორ შუფრიჩი.