საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტაჟიორებს სერთიფიკატებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი გადასცემენ. ევროკავშირი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინსტიტუციონალური გაძლიერების მხარდაჭერას განაგრძობს. სამინისტროს სამი საერთ...
პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრები აირჩია. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ: გიგა ნასარიძე, ნოდარ სარჯველაძე, ემზარგოგუაძე, ავთანდილ ანთიძე, ნინო დანელია, ლია ჩახუნაშვილი და შორენა შავერდაშვილი. "საზ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ს შორის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებე...
ხვალ, 19 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეა (ძველი სტილით 6 დეკემბერი). წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა ქრისტეშობიდან 257 ...
მწვანეთა პარტიის ოფისში "საქართველოს მწვანეთა პარტიასა" და "საქართველოს მომხმარებელთა და ადგილობრივ მეწარმეთა უფლებების დაცვის ეროვნული ასოციაციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მწვანეთა პარტიის ლიდერის, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს იმპორტის ლობირე...
19-20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", გაიმართება მეორე ეროვნული საგანმანათლებლო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია გამოცდების ეროვნული ცენტრი. კონფერენციის თემაა "შეფასება განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად - საგანმანათლებლო შეფასების სისტემები საქართველოში". გამოცდ...
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა. ღონისძიებას უეფას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ჯანი ინფანტინო უძღვებოდა. გუნდები ასეთი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ: შტუტგარტი - ბარსელონა; ოლიმპიაკოსი - ბორდო; ინტერი - ჩელსი; ბაიერნი - ფიორენტინა; სევილია ...
ამერიკელი კონგრესმენები ნატოსა და ევროკავშირს მოუწოდებენ შეიარაღების სისტემები რუსეთს არ მიჰყიდონ. შესაბამისი რეზოლუცია კონგრესში უკვე წარადგინეს. ინიციატივა წარმომადგენლობითი პალატის წევრს, უხუცეს რესპუბლიკელ ილეან როს-ლეიტინენს ეკუთვნის. ის ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გავრცელდა ინფო...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებირივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის თანამშრომელი დააკავეს. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მიმდინარე კონტროლის განყოფილების უფროსმა ჯონი მურმა...
დღეს, 18 დეკემბერს, მართლმადიდებლური სამყარო საბაობას აღნიშნავს. მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით 18 დეკემბერი ღირსი მამის, საბა განწმენდილის ხსენების დღეა. V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდილი 439 წელს კბადოკიაში დაიბადა. წმი...
ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მისი მოთხოვნები გაითვალისწინა და სისხლის სამართლის კოდექსში ორი პრინციპული ცვლილების შეტანაზე თანახმაა. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, "ქართული დასის" მიერ მომზადებული მრავალსაკითხიანი პაკ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში, ახლადგახსნილ პარტიულ ოფისში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ოფისიდან აცნობეს, ღონისძიებაში აგრეთვე, მოძრაობის გამგეობის წევრი ვახტანგ (ლოთი) ქობალია, მოძ...
საპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თოთოეულ ვაკანტურ ადგილზე სამ-სამ კანდიდატურის განაწილების პრინციპს აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება დღეს სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა. როგორც ვეფხ...
პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკიხთა კომისიაში პარლამენტიდან ორი ახალი წევრია წარდგენილი. ეკა ხარხეულიძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის წარდგგენაზე განცხადება დღეს სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შეგახსნებთ, კომისიის წევრები სამ თვეში ერთხელ იცვლება. ამჯერად, საახალწლოდ ვადაზე ადრე გასანთავისუფ...
"რუსული აგრესიის კვალი საქართველოს ეკოსისტემასაც უქმნის საფრთხეს" _ ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს აგრესია კიდევ ერთხელ გაიხსენა. პრეზიდენტის განმარტებით, შარშან რუსეთის მიერ გატარებული აგრესიული პოლიტიკის შედეგებმა ქვეყანაში ...