იაპონიის შემდეგ ცუნამი ყველაზე მძლავრად ჰავაის ემუქრება. ჰავაის მთავრობის განკარგულებით, სანაპიროებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჰავაის სამ ყველაზე დიდ კუნძულზე - მაუიზე, კაუაიზე და დიდ კუნძულზე - უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტები დახურულია. სანაპირო ზოლზე რჩება სამხედრო გემები.
ევაკუაცია მიმდინარეობს გუამის სანაპირო ზოლიდანაც. გუამის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა ზღვის დონიდან მინიმუმ 50 ფუტზე ავიდნენ. გუამის მოსახლეობა პანიკაშია. პანიკას გუამის უშიშროების მინისტრმა ალისა ბენიტომ იმით ახსნა, რომ გუამში ცუნამი არასდროს მომხდარა.