ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ეწვია. მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს რეგიონალური განვითარების 2010-2017 წლების სახელმწიფო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიის განხორციელების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
დოკუმენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს კოორდინაციით მომზადდა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროკავშირთან რეგიონული განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერის მატრიცაზე, აღნიშნული მატრიცის ფინანსური მხარდაჭერისთვის ევროპული მხარე საქართველოს 19 მილიონი ევროს ოდენობით საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ესწრებოდა.