ე.წ.“კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს. მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ზაუტაშვილი პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და ერთკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილობით იმუქრება. ზაუტაშვილის პირ...
პოლიტპატიმრები თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობას სთავაზობენ. 15 იანვარს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. "ალეკო ელისაშვილს ვთხოვთ ჩვენთან ერთად დაასახელოს კონკრეტული ბრალდებულები. რაც მთავარია, და...
ეკა აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით სასამართლოდან დოკუმენტაციის გამოთხოვას აპირებს. ასევე, ის მოიძიებს ნასყიდობის ხელშეკრულებას სანოტარო ბიუროდან. აბაშიძე უახლოეს დღეებში გეგმავს იმ სურათის გასაჯროვებას, რომელშიც დედამისი ამ ფერწერულ ტილოსთან ერთადაა გადაღებული. ეკა აბში...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზებით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება. მაღალმთიან რეგიონებში ...
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაწყებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოს შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება. თოვლისა და ლიპყინულის გამო დროებით არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია...
ლეგენდარულ იტალიელ კომპოზიტორს, ენიო მორიკონეს „ოქროს გლობუსი„ გადასცეს. პრესტიჟული ჯილდო მას ქვენთინ თარანთინოს ფილმისთვის („საზიზღარი რვიანი“) დაწერილი მუსკისითვის გადაეცა. 87 წლის კომპოზიტორი ცერემონიას ვერ დაესწრო. მისთვის განკუთვნილი ჯილდო ფილმის რეჟისორს გადასცეს.
ლოს ანჟელესში „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვების 73-ე ცერემონია გრძელდება. პრესტიჟული კინოჯილდოს მფლობელი მსახიობი მეთ დეიმონი გახდა. „ოქროს გლობუსი“ მას კომედიური ჟანრის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ფილმში „მარსიანელი.“ კატეგორიაში მას კონკურენციას სტივ კარელი, კ...
კომედიური ჟანრის საუკეთესო სერიალად „მოცარტი ჯუნგლებში“ აღიარეს. ნიუ იორკის სიმფონიურ ორკესტრზე გადაღებულ ტელენოველას „ოქროს გლობუსი“ გადაეცა. ნომინაციაში „მოცარტი ჯუნგლებში“ კონკურენციას „ნარინჯისფერი-სეზონის ჰიტი,“ „ნათელი,“ „მოვალეობების გარეშე,“ „ვიცე...
ქეით უინსლენტო ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა. პრესტიჟული ჯილდო მან ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო („სტივ ჯობსი“). ნომინაციაში მას კონკურენციას უზო ადუბა, ჯუდიტ ლაითი, ჯოან ფროგატი და მორა თირნი უწევდნენ. უინსლეტის კარიერაში ეს მეოთხე ოქროს გლობუსია.
კიევი მოსკოვისგან გაზს შეთავაზებულ ფასად არ იყიდის. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. მისივე თქმით, “გაზპრომი” უკრაინას ათას კუბამეტრ გაზს 212 დოლარად სთავაზობს, მაშინ, როდესაც ევროკავშირისგან გაზის შეძენა 200 დოლარად არის შესაძლებელი. იაცენიუკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინას გაზი...
ისლამისტები პოზიციებს თმობენ სირიაშიც. კოალიციის გამუდმებულ იერიშებთან ერთად მათ პრობლემებს უამინდობაც უქმნის. განსაკუთრებულ რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები სირია-ლიბანის სასაზღვრო რაიონებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოდ დაეცა. რამდენიმე ათეული მებრძოლი სა...
ბოლო 24 საათის განმავლობაში ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს 50-ზე მეტი დაიღუპა. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები ნანგარჰარის პროვინციაში განიცადეს. მათი დიდი ნაწილი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა, ნაწილი კი თალიბებთან შე...
ხანძარი ისრაელში. გვიან ღამით ცეცხლი იერუსალიმის ცენტრალურ რაიონში მდებარე შენობას გაუჩნდა, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი “ბეცელემი” არის განთავსებული. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. პოლიცია ხანძრის გ...
ტურიზმის ბიზნესი ზამთრის კურორტებზე Ski პატრულის ამოქმედებას ითხოვს. როგორც Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე განმარტავს, ზამთრის კურორტებზე Ski პატრული უნდა პატრულირებდეს, რომელიც უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. ტურიზმის სექტორი სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას სთოვს, რათა სათხილამურო ტრასებზე ტრ...
ბათუმში ბულვარის განვითარების კონცეფცია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის მწვავე დისკუსიის საკითხი გახდა. „ჯი-ეიჩ-ენი“ ამ თემასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის სულხან ღლონტის პოზიციით დაინტერესდა. ბ...