კომედიური ჟანრის საუკეთესო სერიალად „მოცარტი ჯუნგლებში“ აღიარეს. ნიუ იორკის სიმფონიურ ორკესტრზე გადაღებულ ტელენოველას „ოქროს გლობუსი“ გადაეცა. ნომინაციაში „მოცარტი ჯუნგლებში“ კონკურენციას „ნარინჯისფერი-სეზონის ჰიტი,“ „ნათელი,“ „მოვალეობების გარეშე,“ „ვიცე-პრეზიდენტი“ და „სილიკონის ხეობა“ უწევდნენ. „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვების 73-ე ცერემონია ლოს ანჟელესში ბევერლი ჰილტონ ოტელში ტარდება.