უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერის, იულია მენდელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. მას სახელმწიფო ღალატსა და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში ედება ბრალი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და შესაბამისი ექსპერტიზების შედეგად დადგინდა, რომ მენდელი საჯარო განცხადებებითა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებით საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობდა, ასევე ამართლებდა კრემლის რეჟიმსა და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს.
იულია მენდელი უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას 2019 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე იკავებდა.