ქუთაისში, რიონჰესში ავტომობილი და ორი კაცის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
ინფორომციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც ადასტურებენ.
რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.