ქეით უინსლენტო ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა. პრესტიჟული ჯილდო მან ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო („სტივ ჯობსი“). ნომინაციაში მას კონკურენციას უზო ადუბა, ჯუდიტ ლაითი, ჯოან ფროგატი და მორა თირნი უწევდნენ. უინსლეტის კარიერაში ეს მეოთხე ოქროს გლობუსია.