ლოს ანჟელესში „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვების 73-ე ცერემონია გრძელდება. პრესტიჟული კინოჯილდოს მფლობელი მსახიობი მეთ დეიმონი გახდა. „ოქროს გლობუსი“ მას კომედიური ჟანრის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ფილმში „მარსიანელი.“ კატეგორიაში მას კონკურენციას სტივ კარელი, კრისტიან ბეილი, ალ პაჩინო და მარკ რუფალო უწევდნენ. დეიმონის კარიერაში ეს მეორე „ოქროს გლობუისია.“