გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზებით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება. მაღალმთიან რეგიონებში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.