ავსტრიულ-ქართული კომპანია "ქარაფი" აჭარაში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. ინვესტორი ციხისძირში 2 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, საიდანაც ერთი სტუმრების მიღებას 2012 წლისთვის შეძლებს, ხოლო მეორე კონპლექსის საპროეტქო სამუშაო 2011 წლისთვის დასრულდება.
ბუტიკოტელი "კასტელო მარე" კლდეზე შენდება და მისი მშენებლობისთვის კომპანია 5 მილიონ დოლარამდე ინვესტიცის განხორციელებას გეგმავს. "კასტელო მარე" 7-სართულიანი იქნება და მასში მხოლოდ 20 სასტუმრო ნომერი განთავსდება. პროექტის ფარგლებში სასტუმროს გარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა, საუბარია ვერთმფრენის დასაჯდომ მოედანზე და ახალი და კომფორტული ნავმისადგომების მშენებლობაზე.
რაც შეეხება "ქარაფის" მეორე მაშტაბურ პროექტის - სუპერთანამედროვე სასტუმრო კომპლექს "ცისარტყელას" მშენებლობას, როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიაში განუცხადეს, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, მასზე მუშაობა 2011 წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ დაინდება მშენებლობის დასრულების ვადები და განისაზღვრება ინვესტიციის მოცულობაც. წინასწარი გათვლებით სასტუმრო "ცისარტყელაში" 100-ზე ნაკლები ნომერი არ იქნება. სასტუმრო კომპლექსი სანატორიუმ "ცისარტყელას" ადგილზე განთავსდება, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელდა.