ჩვენ ბიძინა ივანიშვილს კი არა ეფ-ეს-ბე-ს და რუსულ აგენტურას ვებრძვით, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, მმართველი ხელისუფლების დამარცხება ქართველ ხალხს ცივილურად, ჭკუით შეუძლია, რადგან ისინი უკვე წაგებულები არიან.
„ქართველებს შეგვიძლია, მმართველი ხელისფულება დავამარცხოთ ცივილურად, ასე ვთქვათ, ჭკუით, იმიტომ, რომ წაგებულები არიან, იმიტომ, რომ მოატყუეს მთელი საზოგადოება, იმიტომ, რომ მიითვისეს არჩევნები. მალკევიჩი, რომ გეყოლება დამკვირებლად ჩამოყვანილი და ცესკო, რომ მისცემს ასე ვთქვათ აკრედიტაციას, მარტო ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ვნახოთ, რა კრიმინალებთან გვაქვს საქმე. ეს არის სერიოზული ბრძოლა, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს კი არა ეფ-ეს-ბე-ს და რუსულ აგენტურას ვებრძვით აქ, ამიტომ, პარლამენტში შევალ არ შევალ, ამას, ბოიკოტი ჰქვია და არ გამოვა ასე“, - განაცხადა ხაზარაძემ.