საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეხმიანება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას.
„ვითვალისწინებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, დეიფის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები სავალდებულოა რომის სტატუტის მონაწილე ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს“, – წერს ბორელი X-ზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერები გასცა.
სასამართლოს თანახმად, დაკავების ორდერები უკავშირდება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს, რომელიც ისრაელის პოლიტიკურმა და სამხედრო ლიდერებმა სავარაუდოდ ჩაიდინეს ღაზაში გაჩაღებულ ომში.