კონგრესმენმა მეტ გეცმა, რომელიც დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, თავისი კანდიდატურა მოხსნა.
გეცის თქმით, მიუხედავად ძლიერი მხარდაჭერისა, კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა, რათა არ შეაფერხოს ტრამპ-ვენსის მუშაობა.
„გუშინ შესანიშნავი შეხვედრები მქონდა. ვაფასებ ამდენი ადამიანის წარმოუდგენელ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ იმპულსი ძლიერი იყო, ცხადია, უსამართლო იქნებოდა გარდამავალ პერიოდში ყურადღების ჩემზე გადატანა. მჯერა, რომ ტრამპი არის ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ისტორიაში. ჩემთვის სამუდამოდ იქნება დიდი პატივი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დამასახელა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და, დარწმუნებული ვარ, ის გადაარჩენს ამერიკას“, – წერს გეცი.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატორი კონგრესმენი 42 წლის მეთ გეცის კანდიდატურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და ქვეყნის გენერალური პროკურორის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე დღის წინ დაასახელა.
გამოცემა Utah News Dispatch-ის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მეტ გეცის მიწვევა ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის რჩება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტის გამოძიების საგანი სექსუალური შევიწროების, ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და ძვირადღირებული საჩუქრების მიღების ბრალდებების გამო.
ამავდროულად, საკუთარ ვებგვერზდე, თავად გეტცი საკუთარ თავს აღწერს, როგორც "გამოკვეთილ კონსერვატიულ ფანატიკოსს" და კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელიც კომიტეტმა წაუყენა.
მედიის ცნობით, კომიტეტის გამოძიება დაიწყო 2021 წლის აპრილში და თავდაპირველად მოიცავდა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ გეცი "ავრცელებდა შეუსაბამო სურათებს ან ვიდეოებს წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზში, ბოროტად იყენებდა სამთავრობო საიდენტიფიკაციო ჩანაწერებს, გარდაქმნიდა საარჩევნო კამპანიის სახსრებს პირადი სარგებლობისთვის და/ან იღებდა ქრთამს ან არასათანადო პრემიას".
კომიტეტში აცხადებენ, რომ ივნისის მდგომარეობით, დაიკითხა ათზე მეტი მოწმე, გაიცა 25 უწყება და განიხილეს გეტცის გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ათასობით გვერდი.
კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ გეცმა 13 ნოემბერს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ როგორც კი აშშ-იცს სენატი დაამტკიცებს გეცს გენერალურ პროკურორად, კომიტეტის იურისდიქცია გამოძიებაზე ავტომატურად დასრულდება.