რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს დნიპროზე დილით განხორციელებული თავდასხმის დროს საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა.
მისი თქმით, ეს იყო ამ "უახლესი რაკეტის" საცდელი გაშვება.
პუტინის თქმით, რუსეთმა დნიპროში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტს ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა.
პუტინი ამტკიცებს, რომ ამჟამად არ არსებობს საშუალება „ორეშნიკის“ რაკეტებთან დასაპირისპირებლად.
„რაკეტები სამიზნეს უტევს 10 მახის სიჩქარით, რაც წამში 2,5-3 კილომეტრია.
„მსოფლიოში არსებული თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები და ევროპაში ამერიკელების მიერ შექმნილი სარაკეტო თავდაცვის სისტემები ვერ ჩაჭრის ასეთ რაკეტებს. ეს გამორიცხულია“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რაკეტა რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 “რუბეჟი”, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 “კინჟალის“-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.