ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი „პარსა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვიზიტორებს მასპინძლობს.
ისრაელიდან საქართველო ეტლით მოსარგებლე ვიზიტორები ეწვივნენ, რომლებმაც სიღნაღი, თელავი, ყვარელი, გორი, ბორჯომი, რაბათი, ვარძია, წყალტუბო და ბათუმი დაათვალიერეს. ინკლუზიური ტურიზმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ადმინისტრაცია ორი წელია ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის ამ დარგის ხელშეწყობისათვის, მათ შორისაა ტრენინგები და ინფრასტრუქტურული პროექტები. უახლოეს მომავალში მცხეთა ინკლუზიური ტურიზმისთვის სრულიად ადაპტირებული იქნება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში სიღნაღის, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებთან ერთად ინკლუზიური ტურისტული პაკეტები შექმნა.