ხვალ, 17 ნოემბერს 17:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (თამარ მეფის დარბაზი) გაიმართება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი პრესკონფერენცია თემაზე - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ბიზნეს ასოციაციის ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ეკონომიკის ლიბერალიზაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები იყო. ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ განაცხადა. ...
საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები განიხილა. როგორც შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა განაცხადეს, შეხვედრაზე განიხილეს სავიზო რეჟიმის გამარტივების საკით...
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით უზრუნველყოფა-შევსების პროქტის განხორციელება დაიწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს, ახალი ლიტერატურით პირველ ეტაპზე რუსთავის №2 საერთო და ...
დღეს, საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იდაიათ ორუჯევი ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, იდაიათ ორუჯევი თბილისში იულონ გაგოშიძის მოწვევით ჩამოვა. ...
დღეს, 16:00 საათზე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში სამშვიდობო ასეულის გაცილების ცერემონია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები IშAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფი...
დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს მოუწოდებს, ყაზბეგის მოსახლეობას გაუწიოს დახმარება მცირე ბიზნესის განვითარებაში. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბაღათურიამ დადებითად შეაფასა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მ...
დიდთოვლობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვა ამ დროისთვის მოხსნილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის...
დღეს, 17 საათზე, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და პოლიგრაფისტთა ასოციაციის ორგანიზებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში (აღმაშენებლის გამზ. 164) გაიმართება ვახტანგ მე-6-ის სტამბის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების დაწყებამდე შენობის ფოიეში, ცოცხალი მუსიკის ფონზე, გაიხ...
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრიუსელში ვიზიტი გრძელდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვიცე-პრემიერის აპარატიდან აცნობეს, ბარამიძემ მონაწილეობა უკვე მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 55-ე სესიის მუშაობაში. ამასთან, ის სიტყვით გამოვიდა ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტზ...
კანადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ამის შესახებ კანადის ელჩმა საქართველოში მარკ ბეილიმ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. "კანადა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა ...
ქართული მხარე სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას რუსეთის მიერ ელოდება. როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა, მოზარდები არა მარიონეტული რეჟიმის მიერ, არამედ ს...
დღეს 16 ნოემბერს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დიაბეტის საერთაშორისო დღე მე-17ჯერ აღინიშნება. მსოფლიო დიაბეტის დღე აღინიშნება ყოველი წლის 14 ნოემბერს. ღონისძიებას ატარებს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია (IDF) და მისი წევრი ასოციაციები. ის აერთიანებს მსოფლიოს მილიონობით ადამიანს დიაბეტთან ბრ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის დანერგვა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო განათლების რეფორმირების საქმეში. მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ეს რეფორა სტა...
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომამდგენლები კახეთში ბავშვთა უფლებებების მდგომარეობის გასაცნობად რეგიონში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. „საერთაშორისო მისიას ძირითადად აინტერესებდა რა მდგომარეობაა კახეთში ძალადობის ...