დღეს, 2 დეკემბერს მედიაგამჭირვალობის საკითხებზე უმრაველობასა და "ქრისტიან-დემოკრატებს" შორის კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ "ქრისტიან-დემოკრატებს" მედიაგამჭირვალობის კანონპროექტების შეჯერებულ ვარიატის შემუშავება 29 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე შესთავაზა, რაზედაც საპარლამენტო ოპოზიციამ თანხმობა განაცხადა.