„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს, - ასე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ახალი თანამფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა.
გვარამია, მიიჩნევს, რომ ნათია სონღულაშვილი „იმედის“საინფორმაციოს უფროსის თანამდებობასაც დატოვებს.
“იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ. ნათია სონღულაშვილს იმედის საინფორმაციოს უფროსობასაც ჩამოართმევენ.
ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან" მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“, - წერს ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედის” 25 % წილის მესაკუთრე მაგდა ანიკაშვილი გახდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ნათია სონღულაშვილმა მისი წილი 10 % მაგდა ანიკაშვილს 100 ლარად მიჰყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში, დღეს, 16 ოქტომბერს გაატარა.