დღეს, 2 დეკემბერს, 14:00 საათზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საქართველოს რეგიონებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელს აწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
შეხვედრას დაესწრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისია, ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, იურიდიული ფაკულტეტის დეკანები და ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.