ხვალ, 2 დეკემბერს, 15:00 საათზე, "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
აქციის ლოზუნგი იქნება: "ნუ გაურბიხართ კონფლიქტის ზონის მოსახლეობის პრობლემებს".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარემ სულხან ღლონტმა განუცხადა, აქციის მიზანი იქნება, ხელისუფლებამ რეალურად დაინახოს ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში არსებობს.
მისი თქმით, ამ პრობლემებს "თავისუფალი დემოკრატები" ლიდერის, ირაკლი ალასანიას რეგიონებში ვიზიტისას გაეცნენ.
"საპროტესტო აქციის მიმართ დაინტერესება საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოხატა", _ განაცხადა მან