23 მარტს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი როუზ-როსის 76-ე სემინარს გახსნის, რომელიც თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ტარდება. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 21 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი მთავრობის წარმო...
23 მარტს ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ლუკა ბებიჩი და დელეგაციის წევრები თბილისის ძველი უბნებს, აბანოთუბანს, მეტეხის პლატოს, სამების საკათედრო ტაძარს და ხელოვნების მუზეუმის საგანძურის დათვალიერებენ. 23 მარტსვე ბებიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება....
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო შენობა იწვის. როგორც CNN იუწყება, ცეცხლი რამდენიმე სართულს უკიდია. შენობა კაიროს ცენტრში მდებარეობს და ცეცხლი საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ გაუჩნდა. აქციის მონაწილეები ძირითადად სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. აქციის მო...
ამერიკელთა 38 %-მა აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად ტესტი ვერ ჩააბარა. გამოკითხულთა 29%-მა აშშ-ის ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტის სახელი სწორად ვერ დაასახელა, 73%-ს ცივი ომის წარმოშობის მიზეზებზე წარმოდგენა არ აქვს, 6 %-მა კი არ იცის, დამოუკიდებლობის დღე როდის აღინიშნება. "საზოგადოების მხრიდან უცოდინრობა სია...
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის" მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის ინიციატივას აგრარული პოლიტიკის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელზედაც გილაურმა 11 მარტს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. K კოალიციამ "სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის"...
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს სთხოვა, აეხსნა, რატომ არის კრედიტები ძვირი დღეს და არა "როგორი იყო ნიკოლოზ პირველის მეფობის დროს". ამის შესახებ თარგამაძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრთან გამართულ დებატებზე აღნიშნა. "თქვენთ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ოპოზიციის შეკითხვებს ქვეყნის პრიორიტეტებთან დაკავშირებით "უცნაური" უწოდა. კერძოდ, პარლამენტში სამთავრობო დებატებზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეკითხვა, რომელიც ხელისუფლების არათანმიმდევრულ პოლიტიკას ეხებოდა, მინისტრმა ვერ გაიგ...
ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია რიკოთის გვირაბის რეკონსტრუქციაზე მხოლოდ ჩინელების დასაქმებას აპროტესტებს. როგორც სამთავრობო დებატებისას დავითაიამ აღნიშნა, ჩინურ კომპანიას, რიკოთის გვირაბის 1750 მეტრის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიონი აქვს გამოყოფილი, კილომეტრზე 15 მილიონი იხარჯება da მხოლოდ ჩინელები ჰყავს ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან გამართულ დებატებზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა, რამდენად აისახება საქათველოს საინვესტიციო კლიმატზე ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ ისრაელის "დიპლომატიური დემარში". "ხომ არ ფიქრობთ, რ...
23 მარტს, 13:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განახლებული "ვარსკვლავის" პრეზენტაცია გაიმართება. იცვლება "ვარსკვლავის" დიზაინი - ფორმა, მასალა, შრიფტი და ფერები. პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდება "ვარსკვლავის" მინიჭების ახალი წესები. ღონისძ...
25 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ "რუსთვის" მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი გაიხსნება. როგორც "არტოს ბაღში" გამართულ პრესკონფერენციაზე ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ფრიდონ სულაბერიძის პატივსაცემად გრანდიოზული კონცერტ...
ყველა დროის საუკეთესო ტანმოვარჯიშედ დასახელებული რუსი ნიკოლაი ანდრიანოვი 58 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას ძლიერი ნერვული სისტემის ატროფია ჰქონდა. როგორც "მოსკოვთაიმსი" იუწყება, ანდრიანოვი მის მშობლიურ ქალაქში, ვლადიმირში გარდაიცვალა. ადრიანოვს 15 ოლიმპიური მედ...
რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ოქმის შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც ორი აფხაზური - "ნაგვალოუსა" და "წებელდის" პოლიგონით რუსები და აფხაზები ერთობლივად ისარგებლებენ, შედგენილი იქნება წვრთნების ჩატარების გრაფიკი, დაინიშნებიან აფხაზური და რუსული მხრიდან სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელები....
ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელს ქრთამს შესთავაზებს, სამართლადამცველებთან მოუწევს ურთიერთობა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა. "რაც შეეხება ისრა...
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, სამთავრობო დებატების ფორმატმა გაამართლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქრაძემ პარლამენტში სამთავრობო დებატების შესვენების დროს განუცხადა. "ჯერჯერობით ეს დებატების მხოლოდ დასაწყისია და მთავარი პოლიტიკური დებატები 25 მარტს გაიმართება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დ...