23 მარტს, 13:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განახლებული "ვარსკვლავის" პრეზენტაცია გაიმართება.
იცვლება "ვარსკვლავის" დიზაინი - ფორმა, მასალა, შრიფტი და ფერები. პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდება "ვარსკვლავის" მინიჭების ახალი წესები.
ღონისძიებას დაესრებიან ხელოვნების მოღვაწეები, სახალხო არტისტები, რომელთა ნაწილს უკვე აქვს "ვარსკვლავი", აგრეთვე ისინიც, ვისთვისაც "ვარსკვლავის" გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
პრეზენტაციას გაუძღვება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.