რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ოქმის შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც ორი აფხაზური - "ნაგვალოუსა" და "წებელდის" პოლიგონით რუსები და აფხაზები ერთობლივად ისარგებლებენ, შედგენილი იქნება წვრთნების ჩატარების გრაფიკი, დაინიშნებიან აფხაზური და რუსული მხრიდან სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელები. ეს განცხადება დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ გააკეთა.
მისი თქმით, პოლიგონები კეთილმოეწყობა და "აფხაზეთის შეიარაღებული ძალები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გუდაუთის სამხედრო ბაზის სამხედროები მათ ერთობლივად გამოიყენებენ წვრთნების ჩასატარებლად".
ქიშმარია აცხადებს, რომ მიმდინარე წლის შემოდგომამდე იგეგმება აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარება. სწავლების დროს
მისი თქმით, ურთიერთქმედების საკითხები იქნება დამუშავებული.
"2012 წლიდან ერთობლივი რუსულ-აფხაზური სამხედრო წვრთნები წელიწადში 2-3 ჯერ გაიმართება", _ აცხადებს მერაბ ქიშმარია.
შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულებას "ნაგვალოუსა" და "წებელდის" პოლიგონებით ერთობლვად სარგებლობის შესახებ 14 მარტს მოეწერა ხელი. "ნაგვალოუს" პოლიგონი ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს, "წებელდის" პოლიგონი კი გულრიფშის რაიონში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია რომელსაც სახმელეთო ძალების საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი კოლაი ბოგდანოვსკი ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში სტუმრობისას შეხვდა აფხაზეთის თავდაცვის მინისტრს მერაბ ქიშმარიას და აღნიშნულ შეთანხმებას ხელი სწორედ ამ შეხვედრაზე მოეწერა.