პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, სამთავრობო დებატების ფორმატმა გაამართლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქრაძემ პარლამენტში სამთავრობო დებატების შესვენების დროს განუცხადა.
"ჯერჯერობით ეს დებატების მხოლოდ დასაწყისია და მთავარი პოლიტიკური დებატები 25 მარტს გაიმართება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებატების ფორმატმა გაამართლა", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, დებატებზე საუბარი სწორედ იმ საკითხებს ეხება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
"ყველამ ერთად მოვსიმინოთ მინისტრების პასუხების და შევთანხმდეთ, რას ვაპირებთ პრობლემების მოსაგვარებლად, რომ მოსახლეობას ცხოვრება შევუმსუბუქოთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.