ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო შენობა იწვის.
როგორც CNN იუწყება, ცეცხლი რამდენიმე სართულს უკიდია. შენობა კაიროს ცენტრში მდებარეობს და ცეცხლი საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ გაუჩნდა. აქციის მონაწილეები ძირითადად სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ.
ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ. რომ ცეცხლი შენობისთის მათ არ გაუჩენიათ და ის შენობის შიგნიდან გაჩნდა.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.