ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან გამართულ დებატებზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა, რამდენად აისახება საქათველოს საინვესტიციო კლიმატზე ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ ისრაელის "დიპლომატიური დემარში".
"ხომ არ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობის შემცირება არსებულ საინვესტიოციო კლიმატს უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად პოზიტიურად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე ის დიპლომატიური დემარშები, რაც ისრაელის მხრიდან საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას მოჰყვა, ვგულისხმობ კონკრეტული ვიზიტების გაუქმებას", - მიმართა ქობალიას კითხვით ვეფხვაძემ.
დეპუტატი დიანტერესდა, მსგავსი ქმედებები რამდენად ხელსაყრელი იქნება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის.