23 მარტს ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ლუკა ბებიჩი და დელეგაციის წევრები თბილისის ძველი უბნებს, აბანოთუბანს, მეტეხის პლატოს, სამების საკათედრო ტაძარს და ხელოვნების მუზეუმის საგანძურის დათვალიერებენ.
23 მარტსვე ბებიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე დაგეგმილია ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან. საღამოს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დელეგაციის პატივსაცემად კონცერტი გაიმართება, რის შემდეგაც ბებიჩი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდება.
24 მარტს ხორვატიის დელეგაცია მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის და ჯვრის მონასტერს დათვალიერებს, საიდანაც კონიაკის ქარხანაში გადაინაცვლებს.
ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ლუკა ბებიჩი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 22 მარტს ეწვია. ბებიჩი თბილისს 25 მარტს გამთენიისას დატოვებს.