ამერიკელთა 38 %-მა აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად ტესტი ვერ ჩააბარა. გამოკითხულთა 29%-მა აშშ-ის ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტის სახელი სწორად ვერ დაასახელა, 73%-ს ცივი ომის წარმოშობის მიზეზებზე წარმოდგენა არ აქვს, 6 %-მა კი არ იცის, დამოუკიდებლობის დღე როდის აღინიშნება.
"საზოგადოების მხრიდან უცოდინრობა სიახლე არაა. ეს სამწუხარო მონაცემები ჯერ კიდევ ჰარი ტრუმენის დროინდელი გამოკითხვების დროს ფიქსირდებოდა. თუმცა სამყარო იცვლება და უცოდინრების მიმართ მეგობრული აღარ იქნება",_მიიჩნევენ ექსპერტები.
ამერიკელთა უცოდინრობის მიზეზად ექსპერტები ამერიკული პოლიტიკური სისტემის დაბნეულობასა და სენატში არაპროპორციულ წარმომადგენლობას ასახელებენ. ამასთან, ამერიკელთა დაბნეულობას ხშირად ჩატარებულ საარჩევნო პროცესსაც უკავშირებენ.
უცოდინრობის განმაპირობებელია აშშ-ში ფენებს შორის სერიოზული განცალკევება, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს.
გარდა ამისა, ექსპერტთა აზრით, ორასი წლის განმავლობაში ამერიკა იზოლაციაში იმყოფებოდა და მის გარშემო არსებულ სამყაროზე ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა.