არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის" მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის ინიციატივას აგრარული პოლიტიკის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელზედაც გილაურმა 11 მარტს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. K
კოალიციამ "სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის" საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართვა გაუგზავნა და მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს კომისიის ფორმირებასა და მის შემდგომ მუშაობაში.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, ისინი აქტიურად მუშაობენ სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებზე და აქვთ ჩამოყალიბებული ერთიანი ეკონომიკური ხედვა აგრარული დარგის განვითარებასთან დაკავშირებით.