31 იანვარს, 12:00 საათზე, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პროექტის "უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში" მართავს ღონისძიებას, სახელწოდებით "დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი", რომელშიც მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები. ღონისძიების ფარგლებში გასა...
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო განცხადებას ავრცელებს. "გუშინ ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა რეალური სახე, პოლიციის დანაყოფები უმოწყალოდ გაუსწორდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ჟურნალისტებს. სანდრო გირგვლიანის გარ...
სეპარატისტული აფხაზეთის გალის რაიონის პროკურატურამ დღეს სოფელ ჭუბურხინჯში მომხდარ აფეთქებაზე სისხლის სამართლის საქმე "ტერორისტული აქტის" მუხლით აღძრა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფეთქებას ერთი მილიციელის და ორი სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაზუსტებული მონა...
30 იანვარს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის # 258 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული 7 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. გაიმართება ...
აფხაზეთის მთავრობისა და ფონდ FINSOL-"ის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, დღეს გვიან ღამით, ესპანეთში დასასვენებლად გაემგზავრებიან. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დევნილი ბავშვები კერძო ოჯახებსა და საზაფხულო ბანაკებში იცხოვრებენ. პროექტი, "ბავშვთა ინტეგრაცია და სოლიდარობა"-ს ფარგლებში, დევნილი ბავშვ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლიტოლოგს, სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მაისაიასთვის 24-წლიან სასჯელს ითხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაისაია სამხედრო ხასიათის ოპერატიულ მონაცე...
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არანაირი გრძელვადიანი, ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ ლარი გაუფასურდება. გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს მოკლევადიან სეზონურ ფაქტორს, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის გამყარებასა და შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებს....
დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და სახალხო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. უღთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საჯარო რეესტრი და სახალხო ბანკი ერთობლივად კიდევ ერთ ახალ სერ...
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სს "თელასი-ს" მოლაპარაკების შედეგად, ჭავჭავაძის #37-ში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევვილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ. დევნილების დავალიანება "თელასი-ს" მიმართ 8 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით კომპანია დასთ...
თელავის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარლებშიც ქალაქის რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმებოდა, შეფერხდა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრში" აცხადებენ. სარეაბილიტაციო სამუშაო 2008 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, პროექტის დასაფი...
ქუთაისში ინდურ-ქართულმა მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი პროდუქცია გამოუშვა. ექვს თვეში რვა ათასი ტონა არმატურის წარმოებით კომპანია "ევრაზიამ" მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. ქარხანაში დღეს საქართველოს პრეზიდენტი მივიდა და ქარხნის საქმიანობას გაეცნო. წლის განმავლობაში სულ 100 ათასი ტონა ა...
მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ გამგეობის წევრმა შოთა ბურჯანაძემ ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა და ე. წ. ~სატრაქტოროს~ შენობაში შესახლებული დევნილების მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე გაამახვილა ყურადღება. ~მიუხედავად იმისა, რომ შენობა ახლახან გარემონტდა, უკვე სავალალო მდგომარეობაშია. ფანჯ...
30 იანვრიდან ადვოკატებისათვის გაიმართება კასკადური ტრენინგები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. განხილული იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა, გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ, ისევე როგორც გაეროს ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა ...
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მოსკოვში იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუკი რუსეთის ხელისუფლება მის მიერ წაყენებულ რამდენიმე მოთხოვნას შეასრულებს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა გრეგორი კარასინის იმ განცხადების კომენტარისას განაცხადა, სადაც კარასინი ქართველ ...
დღეს სასტუმრო "რედისონში" ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მე-8 სხდომაზე პროექტის 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. სხდომაზე მხარეებმა სარკინიგზო მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობისა და რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა საკითხები განიხილეს. როგორც საქართველოს ეკონომიკური გა...