კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა პარლამენტარებს დებატების სტილს უწუნებს. ამის შესახებ რურუამ პარლამენტში გამართული სამთავრობო დებატების შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, სამთავრობო დებატებმა იმაზე კულტურულად ჩაიარა, ვიდრე ელოდა, თუმცა მის სტილთან დაკავშირებით შენიშვნები მაინც აქვს.
გარდა ამისა, კულტურის მინისტრის შეფასებით, მსგავსი დებატები სასარგებლოა ორივე მხარისთვის და მან ტრადიციული სახე უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტიდან პარლამენტში სამთავრობო დებატები მიმდინარეობდა, რომლის დროსაც რვა მინისტრმა დეპუტატებს თავისი ხედვა გააცნო. დღეს სამთავრობო დებატები პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა შემაჯამებელი მოხსნებით დახურა.