მეცნიერებმა სქესთა შორის საინტერესო ფსიქოლოგიური სხვაობა აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, თუ მამაკაცები თავს დაბერებულად 58 წლის ასაკში მიიჩნევენ, ქალებს ეს გრძნობა 29 წლისას უჩნდებათ.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა 25% თავს დაბერებულად პირველი ჭაღარის აღმოჩენისას მიიჩნევს. ხოლო მამაკაცები პატივსაცემ ასაკს ლოგინში პრობლემების აღმოჩენისას იხსენებენ.
ფსიქოლოგთა აზრით, ეს განსხვავება გამოწვეულია არა მარტო სქესთა სხვაობით, არამედ საზოგადოებაში სილამაზესა და ახალგაზრდობაზე გაბატონებული შეხედულებით. თანამედროვე ქალბატონები თავს დაბერებულად მიიჩნევენ, როცა იდეალთა სიაში აღარ არიან.Mმამაკაცები ნაკლებად განიცდიან ასაკს და მას მხოლოდ 60 წლის მიახლოებისას იხსენებენ.
"თანამედროვე საზოგადოება ძალზე აფასებს ქალურ მომხიბვლელობას", - გამოკითხულთა შედეგებზე კომენტარს აკეთებს ლანკასტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი კერი კუპერი და დასძენს: "არ არის სავალდებულო, მამაკაცი კარგად გამოიყურებოდეს, მათთვის მთავარია იყვნენ კარგი საყვარლები. ხოლო ქალებისგან გარეგნულ მომხიბვლელობას ითხოვენ. ყველა ჟურნალი ხაზს უსვამს ახალგაზრობას, ყველგან ნორჩი, ახალგაზრდა ასაკის მოდელებია და როცა ქალი ხედავს, რომ მასში არ არის ეს იდეალი, სიბერის შეგრძნება უჩნდება.
მისი განმარტებით, მამაკაცებს ეს გრძნობა არ ადარდებთ.
კერი ხაზს უსვამს, რომ 30 წლის ქალში სრულადაა მომწიფებული აზრი ქორწინებასა და ბავშვებზე, ხოლო მამაკაცებში პირველ ადგილას კარიერაა, ამიტომაც არ გრძნობენ ისინი სიბერეს თითქმის პენსიაზე გასვლამდე.
ქალთა 10% აცხადებს, რომ სიბერის შეგრძნება ერთ დროს ნორჩ კანზე პირველი ნაოჭის გაჩენისთანავე გაუჩნდა, ქალბატონების 50%-ისთვის კი მაშინ, როცა მკერდი ჩამოეწია ორსულობის, ბავშის ძუძუთი კვების დროს.
დაბოლოს, გამოკითხულთა 3% მიიჩნევს, რომ ძალიან მოხუცები ხდებიან მაშინ, როცა თავიანთი დედებივით იქცევიან.