მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქების შედეგად დაჭრილი 51 ჰოსპიტალიზირებული ადამიანიდან 35 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია. მონაცემები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არ შეცვლილა და სხვადასხვა წყარო კვლავინდებურად 31 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. დაჭრილია 139 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ დომ...
25-26 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება ქ. ანკარაში, სადაც დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის მინისტრ ვეისელ ეროღლუსთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სამომავლო თანამშრომლობისა და ინვესტირების თაობაზე სხვადასხვა კომპანიას...
25 იანვარს, 17:00 საათზე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება. ლექსიკონი მოამზადა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებამ. ლექსიკონის ავტორ-შემდგენლები არიან: შ. ა...
ხვალ, 25 იანვარს, 14:00 საათზე, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეების" პრესცენტრიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კაციტაძე ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნობს იმ შეკითხვებს, რომელიც "ახალ მემა...
ხვალ, 25 იანვარს, ქართველ პოლიტიკოსს, ედუარდ შევარდნაძეს დაბადებიდან 83 წელი უსრულდება. შევარდნაძე იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990), საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003). ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნ...
"ალ-ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი იმუქრება, რომ თუ საფრანგეთი ავღანეთიდან ჯარს არ გაიყვანს, 7 ფრანგ მძევალს მოკლავს. ამის შესახებ ბინ-ლადენმა ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ბინ ლადენის თქმით, თუ სარკოზიმ ავღანეთის მიმართ პოლიტიკური კურსი არ შეცვალა, ის აუცილებლად ზიანს მოუტანს საფრანგეთს. თავი...
კრემლი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას შემოვლითი გზებით შეეცდება და არა ღია აგრესიით. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "Tочка-У" დივიზიონის განთავსების შეფასებისას განუცხადა. "თეორიულად ყველაფრი...
მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში თვითკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც CNN იუწყება, აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 31 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 139 მძიმედ დაშავდა. აფეთქების სიძლიერე 5 კილოგრამი ტროტილის აფეთქებას უდრიდა. აფეთქება მოსკოვის დროით 16:40 საათზე მოხდა. რუსეთის ყველა აეროპორტში გაძლიერებული...
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ობიექტების მაკდონალდსის რესტორნების ქსელმა 2010 წლის ბოლო მეოთხედში 1,24 მილიარდი დოლარის ოდენობით მოგება მიიღო, რაც 2,1 პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. მთელი წლის განმავლობაში კომპანიის სუ...
ხვალ, 25 იანვარს, მსახიობ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნება. ეს მარჯანიშვილის თეატრის წინ მეექვსე ვარსკვლავი იქნება. 78 წლის მსახიობის სახელი სწორედ ამ თეატრს უკავშირდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციაში განმარტეს, 25 იანვარს, სპეციალურად ე...
მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების დროს ავიარეისი მოსკოვი-თბილისი უკვე ჰაერში იყო, ხოლო მეორე ავიაკომპანიას, რომელიც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით დაფრინავს, განრიგის მიხედვით, დღეს რეისი არ ჰქონია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ავიაკომპანია "აირზენაში" განუცხადეს. ...
შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განთავსება ოკუპირებულ რეგიონში აშკარად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ღია, სამხედრო აგრესიას ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშო ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის ...
აჭარაში კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა იწყება. ხულოს რაიონის სოფელ დანისპარაულში დღეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი გაიხსნა. ეს ზამთრის მესამე კურორტი იქნება აჭარაში. ამ ეტაპზე დანისპარაულის სპორტულ კომპლექსში 100-მდე ბავშვს 3 ინსტრუქტორი ავარჯიშებს. დღეს მათ საქართველოს პრეზიდენტ...
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მწერალთა კავშირში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედმა~ ქართველ მწერალთა კავშირში გამართულ სხდომას რეპორტაჟი მიუძღვნა. ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა სიუჟეტმა. ეს სხდომა მე ადრე დავტოვე, მაგრამ რატომღაც არ აჩვენეს, ალბა...
დუბაის მახლობლად მილიარდერებისთვის შექმნილი ხელოვნური არქიპელაგი, სახელწოდებით "მსოფლიო", იძირება. არქიპელაგი ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ფოტოების მიხდვით, 300 კუნძული თანდათან ერთმანეთს უერთდება და ჩაძირვის საფრთხის წინაშეა. დუბაის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ეს არქიპელაგი გავლენიან ადამიანებს დ...