საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) ნიკოტინი აკრძალულ ნივთიერებათა სიაში შესაყვანად მნიშვნელოვან ძალიხსმევას გეგმავს.
საკითხის ჟენევაში ორგანიზაციის სხდომაზე განხილვის მთვარ თემებს შორისააა.
WADA-მ მიიღო კვლევის შედეგები, რომელშიც საუბარია სპორტსმენებზე ნიკოტინის გავლენის შესახებ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნიკოტინი ზრდის გულისცემას, არტერიულ წნევას, სისხლში შაქრის დონეს და ეპინეფრინის ამოფრქვევას, ხელს უწყობს წონის დაკლებას და ეხმარება სტრესთან ბრძოლას.
იგი ასევე აუმჯობესებს ყურადღებას და შემეცნებით ფუნქციას. მეცნიერთა ვარაუდით, უკვამლო თამბაქოს გამოყენება ძალზედ „მიმზიდველია" დოპინგის თვალსაზრისით, რადგან ის ზიანს არ აყენებს სპორტსმენის სასუნთქ სისტემას. სწორედ ამიტომ, სპორტსმენების მიერ ნიკოტინის „ბორიტად" გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაცია შეეცდება ის აკრძალულ ნივთიერებატა სიაში შეიყვანოს.