საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სააკაშვილი შეხვედრებს ბარაკ ობამასთან, ჯორჯ ბუშთან და ბილ კლინტონთან გამართავს. საქართველოს პრეზიდენტი გახსნის სამიტს "კონკორდია", რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად ტარდება. ის 11 სექტემბერს დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნება. "კონკორდიას" შექმნის ინიციატორი ჯორჯ ბუშია.
სააკაშვილი დაესწრება კონფერენცია "პარტნიორობა ღია მმართველობისთვის", რომლის შექმნის ინიციატორი ბარაკ ობამაა.
შეგახსენებთ, რომ 19-23 სექტემბრის ჩათვლით ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება. ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვა.