საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიო გაცილებით მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს, ვიდრე მხოლოდ ლოკალური ზავია, რომლის შესახებაც ოლეშკიში ახლახან ადგილობრივ დონეზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე, დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსეთის თავდასხმის კომენტირებისას დაწერა.
მაკრონმა უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი გამოუცხადა და სოლიდარობა გამოხატა. ამასთან, მან მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რეალურ მოლაპარაკებებზე არ მიდის.
„ჩვენ გაცილებით მეტისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ვიდრე ლოკალური ზავია, რომლის შესახებაც ოლეშკიში ახლახან ადგილობრივ დონეზე შეთანხმდნენ. დაუშვებელია, რომ რუსეთი კვლავ უარყოფდეს ამ მიმართულებით ყველა შეთავაზებას, კონფლიქტის ესკალაციაზე აკეთებდეს გათვლას და სამოქალაქო მოსახლეობას უმიზნებდეს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიყვანოთ“, - წერს მაკრონი.