რუსეთის "ოსკარის" კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მენშოვი წინააღმდეგია, რომ წელს "ოკარზე" რუსეთი ნიკიტა მიხალკოვის "ციტადელმა" წარმოადგინოს.
"მან თავად წარუდგინა კომისიას ფილმი, რაც არც თუ კორექტული იყო. წელი ნაყოფიერი იყო - ზვიაგინცევის "ელენა", ლობანის "შაპიტო შოუ", სმირნოვას "ცხოვრობდა ერთი ქალი", არის რამდენიმე ფილმი, რომლებსაც შეუძლიათ წელს იყონ პრეტენდენტები", - განაცხადა მენშოვმა "ეხო მოსკვის" ეთერში.
მისი თქმით, ფილმი, რომელიც ჩავარდა და მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა არ უნდა წარადგენდეს რუსეთს პრესიჟულ "ოსკარზე".
რუსეთის ოსკარის კომიტეტში შედიან ვლადიმერ მენშოვი, ნიკიტა მიხალკოვი, ვლადიმერ ნაუმოვი, გლებ პანფილოვი, კირილ რაზლოგოვი, კარენ შახნაზაროვი, ნიკოლაი ლებედევი და სხვ.