აშშ-ში ოფიციალურად შეწყდა კანონის მოქმედება, რომელიც ჰომოსექსუალისტებს ჯარში სამსახურს უკრძალავდა, იტყობინება "ბი-ბი-სი".
დადგენილებას კანონის გაუქმების შესახებ, რომელსაც "არ იკითხო. არ უპასუხო" უწოდებდნენ, ბარაკ ობამამ ხელი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოაწერა.
1993 წლიდან, როდესაც კანონი ძალაში შევიდა 13 ათასზე მეტი ჰომოსექსუალისტი საკუთარი ორიენტაციის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხედრო სამსახური.
პენტაგონის ინფორმაციით, ახლა ნებისმიერ ადამიანს, საკუთარი ორიენტაციის მიუხედავად, შესაძლებლობა მიეცემა იმსახუროს სამხედრო სამსახურში.