დღეს, 20 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქართულ ფარმაცევტულ საწარმო GMP-ში გაიმართება პრეს-კონფერენცია. მთელი მსოფლიოს ყურადღება ლიბიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა მიპყრობილი. მიუხედავად ქვეყანაში არსებული საომარი ვითარებისა, ქართული ფარმაცევტული საწარმო GMP განაგრძობს ქვეყანაში პრეპარატების ექსპორტს. ამ კვირაში GMP $60,000 მედიკამენტებს უშვებს ლიბიაში ექსპორტზე, ამასთან GMP ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ლიბიელ ხალხს და უსასყიდლოდ გადასცემს მათ სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებს.
GMP აწარმოებს 120-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს. ექსპორტზე უკვე გადის 40-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. 2011 წლის 8 თვის მონაცემებით ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით და წლის ბოლომდე ჯამში ექსპორტის მოცულობის პროგნოზი შეადგენს 9,5 მილიონ აშშ დოლარს.
საქართველოში მოსალოდნელი გაყიდვების მოცულობა 2011 წელს 13 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ექსპორტის მოცულობაც მოწმობს რომ საზღვარგარეთაც GMP-მ დაიმკვიდრა სანდო და გარანტირებული მედიკამენტების მწარმოებლის იმიჯი, როგორც ექიმებში ასევე მილიონობით წარმატებით ნამკურნალებ პაციენტებში.
GMP-ს ექსპორტი ხორციელდება 11 ქყვეყანაში და კვალავაც მიმდინარეობს მედიკამენტების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრანგეთში მიმდინარე რეგისტრაციის პროცესი. GMP-ის ქარხნის სარეგისტრაციო ინსპექტირება აუდიტი დაგეგმილია 2011 წელს.
რეგისტრაციის დასრულება გზას უხსნის ქართულ წარმოების GMP-ს ფარმაცევტული საწარმოს პრეპარატებს ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, GMP-ს მიერ ექსპორტის გაზრდით ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი მსოფლიო ბაზარზე დღითიდღე იზრდება: ქართული წამალი მაღალ ხარისხთან ასოცირდება. დღეს GMP-ს ენდობიან მომხმარებლები და ექიმები არა მარტო საქართველოში არამედ უკვე საზღვარგარეთაც.
პრესკონფერენციის წარუძღვება GMP-ის გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე