"სამცხე-ჯავახეთის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულ იქნა 223 კილომეტრი საავტომობილო გზა და დაიხარჯა 220 მილიონი დოლარი. ეს არის გზა, რომლითაც შესაძლებელია ახალქალაქში სულ რაღაც ორ საათში ჩასვლა, როცა ამ გზის დაფარვას სჭირდებოდა 8 საათი. რეალურად, განაწყებენებული იყო ახალქალაქიც, წალკაც,...
ხელნაწერების აღდგენა მოსფლიოში აპრობირებული თანამედროვე მასალებით მოხდება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებს სულ ცოტა ხნის წინ საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ უცხოელი კოლეგების გამოცდილება. ქართველი რესტავრატორები ირანის ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდნენ. რესტ...
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მძარცველებმა მაღაზიაში მდებარე სავალუტო ჯიხურში შენობის სარდაფიდან შეაღწიეს და სალაროდან 30 000 დოლარი წაიღეს. მძარცველებმა მაღაზიის სალაროც გატეხეს, რომელიც ცარიელი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე მთელ ღამეს მუშ...
24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს აშშ-ში ამერიკელ სამხედროს ავღანეთის სამი უიარაღო მაცხოვრებლის განზრახ მკვლელობის გამო. 23 წლის ჯერემი მორლოკმა თავი ბრალდებულად აღიარა და გამოძიებას ოთხი თავისი თანამებრძოლის შესახებ დასმენითი ცნობების მიცემას დაჰპირდა, რომელთაც სასტიკ ანგარიშსწორებაში მონაწილეობაში ედებათ ბრა...
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობის ხარჯების გაცნობა მოითხოვა. "მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს თქვენ მინისტრი არ იყავით, იქნება მაინც გ...
25 მარტს, 13:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სომხეთის განათლების მინისტრი არმენ აშოტიანი ეწვევა. მინისტრი სომეხი ეროვნების სტუდენტებსა და თსუ-ის არმენოლოგიის მიმართულების პროფესორებს შეხვდება. საუბარი ქართულ-სომხურ ურთიერთობებს შეეხება, დაგეგმილია განათ...
25 მარტს, 19:00 საათზე,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი. ეს იქნება პირველი განახლებული დიზაინით შექმნილი ვარსკვლავი. ქორეოგრაფის პატივსაცემად მზადდებ...
"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი "კარგი კაცია, მაგრამ ცუდ წრეში მოხვდა". ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე პელენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოხსნების შემდეგ დებატებზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ...
"საგზაო ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციები ყოველწლიურად მატულობს. 2011 წელს 590 მილიონ ლარს გზების რეაბილიტაციაზე დავხარჯავთ", - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით, კვლავაც პრიორიტეტულია ავტომაგისტრალები. ...
"2010 წელს რეგიონალური განვითარების მიზნით მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800 კილმეტრ საავტომობილო გზას, 100 ხიდი რეაბილიტირებულ იქნა, 12 ახალი ხიდი აშენდა, ავაშენეთ 7 სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებითაა, სადაც შესაძლებელია უნარშეზღუდული ბავშვების სწავლა",_აღნიშნა პარლამენტში გამოსვ...
25 მარტს საქართველოს სახალხო მხატვარს თემო გოცაძეს 70 წელი უსრულდება. ცნობილი მონუმენტალისტი ამჟამად ახალ კოლექციაზე მუშაობს. მონუმენტური აბსტრაქციები - ასე უწოდებს თავად ხელოვანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილ ტილოებს, რომელიც ურბანული და პასტორალური მოტივების ერთობლიობის შედეგია. თემო გოცაძე 34 წლ...
26 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის კინოთეატრის დარბაზში საზოგადოებრივი პროკურატურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეგიდით გაიმართება საქველმოქმედო აქცია. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ჩატარდება სემინარი ანტინარკოტიკულ და ანტიძალადობრივ თემაზე, ასევე ნაჩვენები იქნება კინოფილმ...
25 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის განახლებულ დარბაზში კომპანია "ნატახტარი" გამართავს ელდარ ნადირაძის წიგნის, "ქართული ლუდის" პრეზენტაციას. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, მეცნიერები და ჟურნალისტები...
სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბაჟო ორგანო შეიქმნება, სადაც რუსეთის ფედერაციაში გადასატანი საქონლის გაფორმება მოხდება. ეს განცხადება რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბელიანნიკოვმა რუსეთისა და აფხაზეთის საბაჟო სამსახურების მიერ თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის ...
"ქრისტიან-დემოკრატები" რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების საკითხის მოგვარებას სთხოვენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე რეგიო...